ბათუმში დაჭრილი 35 წლის ქალის მდგომარეობის შესახებ ექიმი კომენტარს აკეთებს | Allnews.Ge

ბათუმში დაჭრილი 35 წლის ქალის მდგომარეობის შესახებ ექიმი კომენტარს აკეთებს

ბათუმში თავდასხმის შედეგად დაშავებული 35 წლის ქალის მდგომარეობა კრიტიკულია,- ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" ბათუმის საერთაშორისო საუნივერსიტეტო ჰოსპიტლის ექიმმა დავით გონაშვილმა განუცხადა. მისი ინფორმაციით, დაჭრილი ქალი რეანიმაციულ განყოფილებაში მართვით სუნთქვაზე იმყოფება. მას სახის, ზურგისა და მუცლის არეში მრავლობითი ჭრილობები აღენიშნება. ექიმის თქმით, დაშავებულს სასწრაფო ოპერაცია ჩაუტარდა.

"მდგომარეობა კრიტიკულია და მართვით სუნთქვაზე იმყოფება. პაციენტს ჭრილობები კისრის, ზურგის, თავისა და მუცლის არეში აღენიშნება, მას სასწრაფო ოპერაცია ჩაუტარდა",- განაცხადა დავით გონაშვილმა.

შეგახსენებთ, გუშინ, ბათუმში, ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის ლიფტში ქალს თავს დაესხნენ და ცივი იარაღით ჭრილობები მიაყენეს. როგორც მეზობლებმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადეს, თავდამსხმელი ახალგაზრდა ქალისთვის ოქროს ყელსაბამის წართმევას ცდილობდა.

საქართველოს შინაგან საქმეთ სამინისტრომ ფაქტზე გამოძიება "სისხლის სამართლის კოდექსის" 19-108 მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.

myquiz