თბილისის მოსახლეობის რამდენი პროცენტი მოიხმარს ხორცს? | Allnews.Ge

თბილისის მოსახლეობის რამდენი პროცენტი მოიხმარს ხორცს?

კვლევის მონაცემების მიხედვით, ხორცსა და ხორცპროდუქტებს თბილისის მოსახლეობის თითქმის სრული უმრავლესობა (96%) მოიხმარს და მხოლოდ 4% ამბობს უარს მათ მოხმარებაზე. ამის შესახებ ACT-ის კვლევაშია აღნიშნული.

"თბილისის მოსახლეობის იმ ნაწილიდან, რომელიც მოიხმარს ხორცსა და ხორცპროდუქტებს (96%), ვეგეტარიანელობაზე არასდროს უფიქრია 83%-ს, ხოლო დარჩენილი 17%-ის განცხადებით, მათ ნაფიქრი აქვთ ვეგეტარიანელობაზე, თუმცა უარს ვერ ამბობენ ხორცის მოხმარებაზე.

თბილისის მოსახლეობის ყველაზე დიდი ნაწილისთვის (39%) ღორის ხორცი არის ყველაზე გემრიელი, მას შემდეგ საქონლის ხორცია მიჩნეული ყველაზე გემრიელად (36%), ხოლო ყოველი მეხუთე (20%) ქათმის ხორცს ანიჭებს უპირატესობას. ყველა ტიპის ხორცის თანაბარ "სიგემრიელეზე" მიუთითა მომხმარებელთა 1%-მა, რაც შეეხება ცხვრისა და გოჭის ხორცს, ცხვრის ხორცს 2%-მა მიანიჭა უპირატესობა, ხოლო გოჭის ხორცს 1%-მა", - წერია ACT-ის კვლევაში.

myquiz