საქართველოში მოსახლეობის საშუალო თვიური შემოსავლები შემცირდა | Allnews.Ge

საქართველოში მოსახლეობის საშუალო თვიური შემოსავლები შემცირდა

2017 წელს მოსახლეობის საშუალო თვიური შემოსავლები ერთ შინამეურნეობაზე 954.8 ლარი იყო, მაშინ როდესაც 2016 წელს აღნიშნულმა მაჩვენებელმა 1042.2 ლარი შეადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს.

საქსტატის მონაცემების მიხედვით, გასულ წელს ერთ სულ მოსახლეობაზე საშუალო თვიურმა შემოსავალმა 272.7 ლარი შეადგინა. 2016 წელს კი ერთ სულ მოსახლეობაზე საშუალო თვიური შემოსავალი 294.2 ლარი იყო.

რაც შეეხება ხარჯებს, 2017 წელს სამომხმარებლო ხარჯებმა ერთ შინამეურნეობაზე 807.8 ლარი შეადგინა, ხოლო ერთ სულზე 230.7 ლარი. 2016 წელს კი ერთ შინამეურნეობაზე სამომხმარებლო ხარჯი 1026.3 ლარი იყო, ერთ სულზე კი 289.7 ლარი იყო.

myquiz