დღეიდან, ქართულ ენაში ლიტვის ავთენტური დასახელება - ლიეტუვა (Lietuva) დამკვიდრდა | Allnews.Ge

დღეიდან, ქართულ ენაში ლიტვის ავთენტური დასახელება - ლიეტუვა (Lietuva) დამკვიდრდა

დღეიდან, ქართულ ენაში ლიტვის ავთენტური დასახელება - ლიეტუვა (Lietuva) დამკვიდრდა. როგორც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო იტყობინება, ამასთან დაკავშირებით რეკომენდაცია გაცემული იქნა სახელმწიფო ენის დეპარტამენტის მიერ, ექსპერტთა კომისიის 11 მაისის გადაწყვეტილების შესაბამისად.

საგარეო უწყებაში აცხადებენ, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება წარმოადგენს საპასუხო მეგობრულ ჟესტს მიმდინარე წლის 3 მაისს, ლიტვური ენის სახელმწიფო კომისიის მიერ, ლიტვურ ენაში საქართველოს ავთენტური დასახელების დამკვიდრებაზე, რაც არის ლიტვის მხარის მორიგი მეგობრული ნაბიჯი საქართველოსადმი.

"როგორც ლიტვის ასევე საქართველოს გადაწყვეტილებები უაღრესად სიმბოლურია, ვინაიდან წელს ლიტვამ სახელმწიფოებრიობის აღდგენის მე-100 წლისთავი იზეიმა, ხოლო საქართველო სწორედ მაისის თვეში აღნიშნავს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსების მეასე წლისთავს", - აცხადებენ საგარეო საქმეთა სამინისტროში.

myquiz