მაისში თბილისში 100 გველი დაიჭირეს | Allnews.Ge

მაისში თბილისში 100 გველი დაიჭირეს

ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს თანამშრომლებმა მაისის თვეში თბილისში 100 გველი დაიჭირეს, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 21-ით მეტია.

როგორც სააგენტოში განაცხადეს, მაისის თვეში სულ 200-მდე გამოძახება იყო, თუმცა ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს ეკიპაჟების ადგილზე მისვლისას 100 გველია დაჭერილი. მათგან არცერთი არ იყო შხამიანი.

მათივე ინფორმაციით, 2018 წელს სულ118 გველი დაიჭირეს, რომელთაგანაც 3 შემთხვევა მარტში იყო, აპრილში კი - 15. დაჭერის ყველაზე მეტი შემთხვევა ფიქსირდება კრწანისში, დიდ დიღომსა და ავლაბარში.

რაც შეეხება გასული წლის ანალოგიური პერიოდის სტატისტიკას, 2017 წლის მარტში სააგენტოს თანამშრომლებმა 3 გველი დაიჭირეს, აპრილში - 16, ხოლო მაისში - 79.

სააგენტოს ინფორმაციით, ყველაზე მეტი გველი გასულ წელს ივნისში დაიჭირეს -134; ივლისში - 87, ხოლო აგვისტოში - 50.

ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოში აცხადებენ, რომ წელს დაფიქსირებული შემთხვევები ნორმალურია და საგანგაშო არ არის. ამასთან, სააგენტოს თანამშრომლებს გველების დაჭერა ევალებათ, რეპელენტებით მათი დამუშავება კი ფასიანი სერვისია.