კლუბ "ბასიანისთვის" ლუქის მოხსნის პროცედურა ამ წუთებში მიმდინარეობს | Allnews.Ge

კლუბ "ბასიანისთვის" ლუქის მოხსნის პროცედურა ამ წუთებში მიმდინარეობს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, კლუბ "ბასიანისთვის" ლუქის მოხსნის პროცედურა ამ წუთებში მიმდინარეობს. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" შსს-ს პრესსამსახურში განუცხადეს.

ამასთან, კლუბ "ბასიანის" ერთ-ერთი დამფუძნებლის ზვიად გელბახიანის განცხადებით, ამ წუთებში კლუბის დამფუძნებლები ვითარების გასაცნობად ადგილზე მიემართებიან. როგორც გელბახიანმა "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, მას დაუკავშირდა შსს-ს წარმომადგენელი, რომელმაც განუცხადა, რომ კლუბი "ბასიანი" გაიხსნება. როგორც გელბახიანი აღნიშნავს, სავარაუდოდ, კლუბი მუშაობას მიმდინარე კვირაში ვერ მოახერხებს.

"ამ წუთებში, დამფუძნებლები კლუბში მივემართებით. არ ვიცით, რა სიტუაციაა და სწორედ სიტუაციის გასაცნობად მივდივართ იქ. ამ კვირაში სავარაუდოდ, ვერ მოვახერხებთ მუშაობის აღდგენას. ჯერჯერობით უნდა გავეცნოთ, თუ რა ხდება და რა სიტუაციია კლუბში", - განცხადა გელბახიანმა.

შეგახსენებთ, რომ კლუბი "ბასიანი" 12 მაისს შსს-ს მიერ ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიებების შემდეგ დაიხურა.

myquiz