წელს 6 სკოლის ბუფეტს შეუსაბამობების გამო, საწარმოო პროცესი შეუჩერდა | Allnews.Ge

წელს 6 სკოლის ბუფეტს შეუსაბამობების გამო, საწარმოო პროცესი შეუჩერდა

2018 წელს საწარმოო პროცესი სკოლის 6 ბუფეტს შეუჩერდა, მათ შორის 5-ს თბილისში და 1-ს იმერეთის რეგიონში, ბიზნეს ოპერატორები კი დაჯარიმდნენ, - ამის შესახებ ინფორმაცია Allnews.ge-მ სურსათის ეროვნული სააგენტოდან გამოითხოვა.

რაც შეეხება გასულ წელს, საწარმოო პროცესი თბილისში 4, ხოლო რეგიონებში 3 სკოლის ბუფეტს შეუჩერდა.

როგორც სურსათის ეროვნული სააგენტო იუწყება, საწარმოო პროცესის შეჩერების მიზეზი შემდეგი შეუსაბამობები გახდა: "არ ხდება იმ საგნების, აღჭურვილობებისა და მოწყობილობების დასუფთავება ან/და დეზინფექცია, რომელიც უშუალო შეხებაშია სურსათთან; სამზარეულოს იმ უბანზე, სადაც სურსათის წარმოების/გადამუშავების ღია პროცესი მიმდინარეობს, აღმოჩენილია მწერები (ბუზი); დაკიდული კონსტრუქციები, სავენტილაციო სისტემის ქვემოთა ზედაპირი, რომლის ქვემოთაც მიმდინარეობს სურსათის წარმოება/გადამუშავების ღია პროცესი, დაფარულია არასასურველი ობით და კონდენსატით, ხდება არასასურველი ნაწილაკების ცვენა; იმ სათავსში, სადაც ხდება სურსათის წარმოების ღია პროცესი, აღმოჩენილია მწერები და მავნებლები; არ არის უზრუნველყოფილი სურსათის (ჰამბურგერი, ჰოთდოგი) სათანადო ტემპერატურაზე შენახვის პირობები (შენახვის პირობები აღემატება +5 გრადუსით და მეტით ნორმატივებით დადგენილ ტემპერატურას); იმ სათავსის ჭერიდან, სადაც მიმდინარეობს სურსათის წარმოების/გადამუშავების ღია პროცესი, ცვივა ნაწილაკები; სამზარეულო არ არის უზრუნველყოფილი ცივი და ცხელი წყლით; სურსათთან უშუალო შეხებაში მყოფი ნივთების (საცხობი ღუმელის ე.წ "ჟარონები") ზედაპირი კოროზირებულია".

myquiz