მამაკაცს, რომელიც ინგა გრიგოლიას ემუქრებოდა, პატიმრობა შეუფარდეს | Allnews.Ge

მამაკაცს, რომელიც ინგა გრიგოლიას ემუქრებოდა, პატიმრობა შეუფარდეს

მამაკაცს, რომელიც ტელეწამყვან ინგა გრიგოლიას მიმართ მუქარასა და ადევნებაშია ბრალდებული, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. აღნიშნულის შესახებ საქართველოს მთავარ პროკურატურაში განაცხადეს.

ტელეწამყვანმა, მასზე განხორციელებულ მუქარის ფაქტებთან დაკავშირებით განცხადება რამდენიმე დღის წინ გააკეთა. ინგა გრიგოლიას განცხადებით, 2011 წლიდან მასზე, მისთვის უცნობი მამაკაცი ფსიქოლოგიურ ზეწოლას ახორციელებდა და ფულს სთხოვდა.

მომხდართან დაკავშირებით ძიება სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც მუქარას გულისხმობს.

myquiz