რა ელოდება მომხმარებელს H&M-ის მეორე მაღაზიის გახსნაზე 31 მაისს? | Allnews.Ge

რა ელოდება მომხმარებელს H&M-ის მეორე მაღაზიის გახსნაზე 31 მაისს?

თბილისში H&M-ის მეორე მაღაზია 31 მაისს, 12 საათზე სავაჭრო და გასართობ ქალაქ "ისთ ფოინთში" გაიხსნება. 2000 კვადრატულ მეტრზე განთავსებულ ორსართულიან მაღაზიაში წარმოდგენილი იქნება ქალის, კაცის, თინეიჯერისა და ბავშვის ტანსაცმლისა და აქსესუარების სრული

ასორტიმენტი.

"ძალიან გვიხარია, რომ საქართველოში მეორე მაღაზიას ვხსნით და მომხმარებელთა შთაგონებას საუკეთესო ტრენდებით განვაგრძობთ. ასევე, ძალიან ვამაყობთ H&M-ის ახალი თანამშრომლებით, რომლებიც ჩვენს მაღაზიაში საოცარ გუნდს ქმნიან", – აღნიშნავს კლაუდია ოსვალდი, H&M-ის

რეგიონალური მენეჯერი ავსტრიაში, ხორვატიაში, სერბეთში, სლოვენიასა და საქართველოში.

H&M-მა გახსნის ცერემონიალზე სტუმრად მოიწვია ტელეწამყვანი ეკო ფანგანი, რომელიც ნებისმიერ მსურველს სტილის შერჩევაში დაეხმარება

ენერგიულ მუსიკალურ ფონზე კი მთელი დღის განმავლობაში დიჯეი რემბო იზრუნებს.

რიგში მდგომ პირველ 100 მომხმარებელს 30-ლარიანი სასაჩუქრე ბარათი გადაეცემა. გარდა ამისა, მთელი დღის განმავლობაში ყველა სტუმარი სასურველ ნივთზე 20%-იან ფასდაკლებას მიიღებს.

myquiz