ჭიათურაში მაღაროში მუშა დაშავდა | Allnews.Ge

ჭიათურაში მაღაროში მუშა დაშავდა

ჭიათურაში კოროხნარის მაღაროში მუშა დაშავდა. შემთხვევა დღეს, გამთენიისას მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, ალექსანდრე დეკანოიძეს ქვა დაეცა.

დაშავებული ქუთაისის ცენტრალურ საავადმყოფოშია გადაყვანილი. ექიმების თქმით, პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.

"პაციენტს ქალაფუძის მოტეხილობა, ხელხემლის მოტეხილობა და ტვინის შეშუპება აღენიშნება. ამ წუთებში მას საოპერაციოდ ამზადებენ", - განუცხადა "ინტერპრესნიუსს" საავადმყოფოს დირექტორმა გიორგი ხვედელიძემ.

myquiz