სინოპტიკოსები დღეს ცალკეულ რაიონებში სეტყვას და ელჭექს პროგნოზირებენ | Allnews.Ge

სინოპტიკოსები დღეს ცალკეულ რაიონებში სეტყვას და ელჭექს პროგნოზირებენ

21 მაისს ქვეყნის უმეტეს რაიონებში წვიმა, აღმოსავლეთ საქართველოში კი ზოგან სეტყვაა მოსალოდნელი. როგორც გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიური პროგნოზების სამსახურის უფროსმა სვეტლანა ნიორაძემ განაცხადა, უმეტეს რაიონებში დღისით პერიოდულად მოსალოდნელია ასევე წვიმა ელჭექით. შედეგად, დღისით ჰაერის ტემპერატურა რამდენიმე გრადუსით დაიკლებს და 24–26 გრადუსის ფარგლებში იქნება.
myquiz