სეტყვა და წვიმა ელჭექით - როგორ ამინდს პროგნოზირებენ სინოპტიკოსები შაბათ-კვირას? | Allnews.Ge

სეტყვა და წვიმა ელჭექით - როგორ ამინდს პროგნოზირებენ სინოპტიკოსები შაბათ-კვირას?

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 18-20 მაისს საქართველოს ზოგიერთ, ხოლო 21 მაისს უმეტეს რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში ზოგან შესაძლებელია სეტყვა.

რაც შეეხება ჰაერის ტემპერატურას, 18-20 მაისს დაბლობსა და ბარში +26, +31 გრადუსია მოსალოდნელი, 21 მაისს კი 3 – 4 გრადუსით დაიკლებს.

ქ. თბილისში ღამისა და საღამოს საათებში შესაძლოა ხანმოკლე წვიმა ელჭექით აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა +28, +30 გრადუსის ფარგლებში დაფიქსირდება.

myquiz