საქართველოში H&M-ის მეორე მაღაზიის გახსნის თარიღი ცნობილია | Allnews.Ge

საქართველოში H&M-ის მეორე მაღაზიის გახსნის თარიღი ცნობილია

მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი საერთაშორისო სავაჭრო ბრენდი Hennes & Mauritz AB (H&M) საქართველოში მეორე მაღაზიას ხსნის.

მაღაზია სავაჭრო ცენტრ "ისთ ფოინთში" 31 მაისს გაიხსნება.

H&M-ის პირველი მაღაზია საქართველოში 2017 წლის შემოდგომაზე გაიხსნა. დღეს ეს ბრენდი მსოფლიოს 69 ქვეყანაში 4500-ზე მეტი მაღაზიითაა წარმოდგენილი. მაღაზიებისა თუ ონლაინ-შოპინგის საშუალებით, H&M-ი მომხმარებლებს უახლეს ტრენდებს სთავაზობს და მათ პერსონალური სტილის შექმნაში ეხმარება. მაღაზიებში არსებული ტრენდული პროდუქცია ყოველდღიურ რეჟიმში ახლდება.

წყარო: bpn.ge

myquiz