თბილისში, ფეიქრების ქუჩაზე სატვირთო მანქანა მამაკაცს დაეჯახა | Allnews.Ge

თბილისში, ფეიქრების ქუჩაზე სატვირთო მანქანა მამაკაცს დაეჯახა

თბილისში, ფეიქრების ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევას ქვეითის სიცოცხლე ემსხვერპლა. როგორც "ინტერპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, შუახნის მამაკაცს სატვირთო ავტომანქანა დაეჯახა. მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

myquiz