სოფელ ტყვიავში 20 და 22 წლის ძმები დაჭრეს | Allnews.Ge

სოფელ ტყვიავში 20 და 22 წლის ძმები დაჭრეს

გუშინ გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ტყვიავიდან გორის საავადმყოფოებში სასწრაფო დახმარების ჯგუფებმა ორი ახალგაზრდა გადაიყვანეს. ორივე მათგანს სხეულზე ბასრი საგნით მიყენებული ჭრილობები აღენიშნებათ.

ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, დაშავებულები ძმები არიან. ერთ-ერთი დაჭრილი სამედიცინო ცენტრ "გორმედის" სტაციონარში მოათავსეს, სადაც მას ქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდა, მეორე კი - გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს.

დაშავებული ძმებიდან ერთი 20 წლის, მეორე კი 22 წლისაა. მომხდარის მიზეზი და დეტალები უცნობია, შემთხვევის ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა.