თბილისის მოსახლეობის ნაწილს ხვალ წყლის და გაზის მიწოდება შეუწყდება | Allnews.Ge

თბილისის მოსახლეობის ნაწილს ხვალ წყლის და გაზის მიწოდება შეუწყდება

გეგმიურ-სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, რომელიც მოიცავს სადარბაზოებში არსებული გაზის ონკანების რევიზიასა და საჭიროების შემთხვევაში მათ გამოცვლას, 18 მაისს, დილის 10:00 საათიდან გაზმომარაგება შეუწყდება სამგორში, მოსკოვის გამზირის №36ა, №36ბ, №36გ, №36დ, №36ე, №36ვ, №36ზ, №38ა, №46, №46ა, აეროპორტის დასახლების №31, №34, №36, №39, №40, №42, №44, №45 და №130-ში მდებარე კორპუსების მოსახლეობას.

გაზის მიწოდების ეტაპობრივი აღდგენა დაიწყება იმავე დღის 16:00 საათზე და დასრულდება 17:00 საათამდე. შპს "ყაზტრანსგაზ-თბილისი" ბოდიშს უხდის თავის აბონენტებს დისკომფორტისთვის და მოუწოდებს მათ არ დატოვონ უყურადღებოდ გაზის დანადგარები, ხოლო ონკანები ჰქონდეთ დაკეტილ მდგომარეობაში. მოქალაქეების მიერ უსაფრთხოების წესების შეუსრულებლობით გამოწვეულ შედეგებზე შპს "ყაზტრანსგაზ-თბილისი" პასუხისმგებელი არ არის.

რაც შეეხება წყალმომარაგებას, ხვალ, კომპანია "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" გლდანის რაიონში, რიონის ქუჩაზე, გამრიცხველიანების პროექტის ფარგლებში, ტექნიკურ სამუშაოებს განახორციელებს.

აღნიშნული სამუშაოების ჩასატარებლად, რამდენიმე საათის განმავლობაში, მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლაა აუცილებელი, რის გამოც ხვალ, 18 მაისის 15:00 სთ-დან 20:00 საათამდე, წყალმომარაგება შეეზღუდება:

გლდანის რაიონში: რიონის ქუჩას და შესახვევებს.

ხოლო 15:45 სთ-დან 20:45 საათამდე, წყალმომარაგება შეეზღუდება გლდანის რაიონში, კასკადის, თავისუფლების, კეცხოველის, ჭიჭნაძის ქუჩებს.

გამრიცხველიანების პროექტის ფარგლებში, ტექნიკური სამუშაოების ჩასატარებლად 18 მაისის 15:15 სთ-დან 20:15 საათამდე, წყალმომარაგება შეეზღუდება ასევე ნაძალადევის რაიონში ინტერნატის, ფილიას, აგიაშვილის, ხუდადოვის ქუჩებს და შესახვევებს.

myquiz