შსს - ადმინისტრაციული წესით დაკავებული ყველა პირი გათავისუფლებულია | Allnews.Ge

შსს - ადმინისტრაციული წესით დაკავებული ყველა პირი გათავისუფლებულია

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ადმინისტრაციული წესით დაკავებული ყველა პირი გათავისუფლებულია, - ამის შესახებ ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა, ვლადიმერ ბორცვაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

"პოლიციის მიმართ წინააღმდეგობისა და წვრილმანი ხულიგნობის ბრალდებით, ადმინისტრაციული წესით დაკავებული ყველა პირი გათავისუფლებულია. ამ დროისთვის კლუბებში საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება", - განაცხადა ბორცვაძემ.

myquiz