კლუბ "ბასიანზე" სპეცრაზმელების შესვლის პირველი კადრები | Allnews.Ge

კლუბ "ბასიანზე" სპეცრაზმელების შესვლის პირველი კადრები

წუხელ კლუბ "ბასიანში" და კაფე "გალერიში" სპეცოპერაცია ჩატარდა, რის შედეგადაც, შსს-ს ინფორმაციით, დაკავებულია ნარკოტიკული საშუალების გამსაღებელი 8 პირი. სპეცოპერაცია გააპროტესტეს კლუბ "ბასიანში" და კაფე "გალერიში" მყოფმა პირებმა, ისე რიგითმა მოქალაქეებმა, რომლებმაც მოგვიანებით პარლამენტის შენობასთან გადაინაცვლეს. საპროტესტო აქციაზე ადმინისტრაციული წესით, ოფიციალურად დაკავებულია 20 პირი, თუმცა არაოფიციალური ინფორმაციით, დაკავებულთა რაოდენობა გაცილებით მეტია.

შინაგან საქმეთა სამინისტრო კლუბ "ბასიანსა" და კაფე "გალერიში" ჩატარებულ სპეცოპერაციასთან დაკავშირებით განცხადებას გაავრცელებს.

შსს-ს მიერ წუხელ გავრცელებული ინფორმაციით, კი "შინაგან საქმეთა სამინისტრო 3 თვის განმავლობაში აწარმოებდა ინტენსიურ ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებებს თბილისში მდებარე კლუბებში "ბასიანსა" და "გალერიში" ნარკოტიკული საშუალებების გასაღების ფაქტების გამოსავლენად".

myquiz