თელავის მუნიციპალიტეტის ორი სოფელი დაისეტყვა | Allnews.Ge

თელავის მუნიციპალიტეტის ორი სოფელი დაისეტყვა

სეტყვამ თელავის მუნიციპალიტეტის ორი სოფელი დააზარალა. დაზიანებულია სოფელი კისისხევი და წინანადალი.

ადგილობრივების ინფორმაციით, სტიქია დაახლოებით 10 წუთის განმავლობაში გრძელდებოდა, რამაც ვენახებისა და ხეხილის ბაღების ნაწილი გაანადგურა.

როგორც თელავის მერიაში განმარტავენ, ამ დროის მონაცემებით სტიქიის მასშტაბები მცირეა და კონკრეტული ზარალის დასადგენად შესაბამისი კომისია იმუშავებს.

myquiz