რას ჰყვება ქართველი მეზღვაური, რომელიც ლიბიის ციხეში 3 წლის განმავლობაში იმყოფებოდა | Allnews.Ge

რას ჰყვება ქართველი მეზღვაური, რომელიც ლიბიის ციხეში 3 წლის განმავლობაში იმყოფებოდა

ბათუმში, საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოში ლიბიიდან სამშობლოში დაბრუნებულ ქართველ მეზღვაურს სოსლან კაკაბაძეს შეხვდნენ. როგორც უწყებაში განაცხადეს, სოსლან კაკაბაძის საქმის განხილვა ლიბიის სასამართლოში სამხედრო პოლიტიკური კრიზისის გამო ვერ ხერხდებოდა. დღევანდელ შეხვედრაზე სოსლან კაკაბაძის ლიბიის საპატიმროში ყოფნის პერიოდზე ისაუბრეს და აღნიშნეს, რომ ლიბიის საპატიმროში კიდევ ორი ქართველი მეზღვაური რჩება.

"სამი წლის განმავლობაში სხვადასხვა ციხეში გადავყავდი. საქართველოს მთავრობისა და უნგრეთის სახელმწიფოს ძალისხმევით ჩემი სასამართლო შედგა და გაგვათავისუფლეს. ციხეში უმძიმეს მდგომარეობაში ვიმყოფებოდით. ბრალდება იყო, რომ ჩვენ თითქოს ნავთობი იტალიაში უკანონოდ გადაგვქონდა",- აცხადებს სოსლან კაკაბაძე.

როგორც აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა განაცხადა, უწყება სოსლან კაკაბაძის მიმართ ფსიქო-სოციალურ რეაბილიტაციაზე იზრუნებს.

ქართველი მეზღვაური სოსლან კაკაბაძე ლიბიაში 2015 წელს დააკავეს.

myquiz