კვირის ბოლომდე არამდგრადი ამინდია მოსალოდნელი - იხილეთ სინოპტიკოსების პროგნოზი | Allnews.Ge

კვირის ბოლომდე არამდგრადი ამინდია მოსალოდნელი - იხილეთ სინოპტიკოსების პროგნოზი

4-დან 6 მაისამდე ღამისა და საღამოს საათებში საქართველოს ცალკეულ რაიონებში ხანმოკლე წვიმა ელჭექით არის მოსალოდნელი - აღნიშნული ინფორმაცია Allnews.ge-ის გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს უფროსმა დოდო გვაზავამ მიაწოდა.

სინოპტიკოსის თქმით, დასავლეთ საქართველოში ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა დაბლობში შეიძლება 27-32 გრადუსი იყო, მთიან რაიონებში ჰაერი 23-28 გრადუსამდე გათბება და მაღალმთიან რაიონებში მაღალი ტემპერატურაა მოსალოდნელი - 15-20 გრადუსი. დასავლეთ საქართველოში 6 და 7 მაისს არამდგრადი ამინდია მოსალოდნელი.

"აღმოსავლეთ საქართველოში ზოგან შესაძლოა, სეტყვა აღინიშნოს. ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა აღმოსავლეთ საქართველოს ბარში 25-30 გრადუსი იქნება, მთიან რაიონებში 23-28 და სამხრეთ მაღალმთიან რაიონებში, ბაკურიანში, ახალქალაქსა და წალკის მიდამოებში ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა მოსალოდნელია 17-22 გრადუსი. ხოლო ჩრდილო მაღალმთიან რაიონებში როგორიც არის გუდაური, სტეფანწმინდა, კობი ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა მოსალოდნელია 14-19 გრადუსი"- აღნიშნა დოდო გვაზავამ.

არამდგრადი ამინდი მომდევნო დღეებშიც შენარჩუნდება.

myquiz