საპატრულო პოლიციის სამოქმედო არეალი გაიზარდა | Allnews.Ge

საპატრულო პოლიციის სამოქმედო არეალი გაიზარდა

შინაგან საქმეთა მინისტრის გადაწყვეტილებით, საპატრულო პოლიციის სამოქმედო არეალი გაიზარდა. როგორც შს სამინისტრო იტყობინება, 30 აპრილიდან დაბა მესტიაში საპატრულო პოლიციის 2 ეკიპაჟი 24 საათის განმავლობაში ადგილობრივი მოსახლეობის და ტურისტების უსაფრთხოებას დაიცავს. აქამდე მესტიას საპატრულო პოლიცია არ ჰყავდა.

შსს-ს ინფორმაციით, მესტიის პოლიციის სამმართველოში საკადრო ცვლილებები შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრუქტურული და საკადრო ოპტიმიზაციის/რეფორმის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია. "ცვლილებების მიზანია ჩვენს მოქალაქეებზე და ქვეყნის უსაფრთხოებაზე საპოლიციო-ოპერატიული მუშაობის ეფექტიანობის გაზრდა", - აღნიშნავენ შს სამინისტროში.

საქმეთა სამინისტროს სტრუქტურული და საკადრო ოპტიმიზაციის ფარგლებში შეიცვალნენ მესტიის სამმართველოს ხელმძღვანელი და მოადგილეებმა. ხელმძღვანელები ასევე შეეცვალნენ უბნის ინსპექტორთა განყოფილებას, ასევე ხაიშის, ბეჩოს და იფარის პოლიციის განყოფილებებს.

myquiz