თბილისის ერთ-ერთ სკოლაში მეთერთმეტე კლასელებს შორის დაპირისპირება მოხდა | Allnews.Ge

თბილისის ერთ-ერთ სკოლაში მეთერთმეტე კლასელებს შორის დაპირისპირება მოხდა

თბილისში, სანზონაში რაიონში მდებარე 207-ე საჯარო სკოლაში მეთერთმეტე კლასელებს შორის მომხდარი ფიზიკური დაპირისპირების შედეგად, ერთი მოსწავლე საავადმყოფოში გადაიყვანეს.

როგორც "ინტერპრესნიუსს" თვითმხილველებმა განუცხადეს, მოზარდებმა კამათი დავალების გადაწერის გამო დაიწყეს, რომელიც მოგვიანებით ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა.

თვითმხილველთა განცხადებით, მოზარდები არ დაემორჩილნენ მანდატურთა გაფრთხილებას, რის გამოც ადგილზე საპატრულო პოლიცია გამოცხადდა. მოზარდის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, მას მცირეოდენი დაზიანებები სახის მიდამოებში აღენიშნება.

როგორც "ინტერპრესნიუსს"შს სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება 126-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ძალადობას გულისხმობს.

myquiz