სად არიან დასაქმებულები ქართველები ევროპაში? | Allnews.Ge

სად არიან დასაქმებულები ქართველები ევროპაში?

ევროკავშირის ფარგლებში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების დიდი ნაწილი დასაქმებულია. ასეთია იმ კვლევის შედეგები, რომელიც მიმდინარე წლის 20 აპრილს ასოციაციამ "ქართველები საფრანგეთში" ჩაატარა. გამოკითხვაში მონაწილეობა ევროკავშირის სხვადასხვა ქვეყანაში მცხოვრებმა 300 ადამიანმა მიიღო. კითხვაზე არიან თუ არა დასაქმებულები, გამოკითხულთა 60%-მა აღნიშნა, რომ მუდმივი ან დროებითი სამუშაო ადგილი აქვს, 40% კი სახელმწიფო დახმარებას იღებს. დასაქმებულთა დიდი ნაწილი, დაახლოებით 67%-ი დასაქმებულია კერძო სექტორში, 15%-ი სახელმწიფო სამსახურში, 6%-ს გააჩნია კერძო ბიზნესი.

როგორ ცხოვრობენ თავშესაფრის მაძიებელი ქართველები ევროპაში?

გამოკითხულთა ყველაზე დიდი ნაწილი 98 ადამიანი მომსახურების სფეროშია დასაქმებული. 15-15 ადამიანი მედიცინის სფეროსა და მშენებლობაზე. ყველაზე ცოტა 6 ადამიანი მუშაობს განათლებისა და საერთაშორისო ურთიერთობების სფეროში.

გამოკითხულთა დიდი უმრავლესობა, დაახლოებით 95%-ი, კმაყოფილი ან ნაწილობრივ კმაყოფილია მისი სამსახურით, მხოლოდ 5%-ი უკმაყოფილობას გამოთქვამს არსებული სამსახურით.

გამოკითხვის შედეგად გაირკვა, რომ მათ უმრავლესობას ანუ 80%-ს ევროკავშირის ცხოვრებისთვის საჭირო დოკუმენტაცია აქვს.
მათ შორის 122 ადამიანი ქვეყანაში დროებითი ბინადრის სტატუსით ცხოვრობს, 65 ლტოლვილის სტატუსით, 48 იმ ქვეყნის მოქალაქეა, რომელშიც ცხოვრობს, 20 მათგანი სტუდენტია, 5 კი შესაბამისი სამედიცინო დახამარების მიღების მიზნით არის განგზავრებული. გამოკითხულთაგან 33 ადამიანი ევროკავშირის ტერიტორიაზე არალეგალურად იმყოფება.

რა პროფესიებზეა ევროპაში მოთხოვნა და რომელ ქვეყნებში შეუძლია საქართველოს მოქალაქეს ლეგალურად დასაქმება?

გამოკითხულთა თითქმის 80%-მა საქართველო 40 წლამდე ასაკში დატოვა. მათმა უმრავლესობამ, 103-მა ადამიანმა საქართველოს ტერიტორია 2010-2015 წლებში დატოვა. გამოკითხულთაგან უმრავლესობამ 73-73-მა ადამიანმა საქართველოს დატოვების მიზეზად დასაქმებისა და ეკონომიკური პრობლემები დაასახელა, 58-მა -ჯანმრელობასთან დაკავშირებული პრობლემები, 36-მა კი სასწავლო მიზნები დაასახელა. გამოკითხულთა შორის არიან ისეთი ადამიანებიც, რომლებმაც აღნიშნეს, რომ ასაქართველოდან ორინტაციის, კრიმინალური წარსულისა და პოლიტიკური დევნის გამო წავიდნენ.

კითხვაზე აპირებენ თუ არა სამუშაოდ საქართველოში დაბრუნებას გამოკითხულთა შორის მხოლოდ 33 ადამიანმა განაცხადა, რომ არასდროს დაბრუნდება, 102 ადამიანს არ აქვს გადაწყვეტილი, 30 გამოკითხული საინტერესო შემოთავაზების შემთხვევაში დაბრუნდება, გამოკითხულთა უმეტესობა 135 ადამიანი კი სამშობლოში ჩამოსვლას გეგმავს.