კალაძის თქმით, მერია მზადაა ავტოფარეხების ნაცვლად ბაღები და სკვერები გაშენდეს | Allnews.Ge

კალაძის თქმით, მერია მზადაა ავტოფარეხების ნაცვლად ბაღები და სკვერები გაშენდეს

თბილისის მერი კახა კალაძე ინიციატივით გამოდის, ქალაქში არსებული ავტოფარეხები აიღონ და მათ ნაცვლად ბაღები, სკვერები და სპორტული მოედნები გაშენდეს.

თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის წევრებს მოუწოდა, თავიანთი რაიონების მოსახლეობასთან აღნიშნულ საკითხზე კომუნიკაცია აწარმოონ.

კალაძის ინფორმაციით, მოსახლეობის სურვილის შემთხვევაში, პროექტის ხარჯებს თბილისის მერია დაფარავს.

"მინდა გთხოვოთ და დავიწყოთ მუშაობა. ყველა რაიონში და უბნებში არსებობს ავტოფარეხები, რომლებზეც მგონია, რომ საინტერესოა პროექტების განხორციელება. მინდა გთხოვოთ, რომ დაიწყოთ კომუნიკაცია ადგილობრივ მოსახლეობასთან და თუ მოსახლეობის სურვილი იქნება, ჩვენ მზად ვართ ამ ავტოფარეხების ადგილზე გავაშენოთ სკვერები, ბაღები და სპორტული მოედნები. ყველა ხარჯს თავის თავზე თბილისის მერია აიღებს. ჩვენ ბევრს ვმუშაობთ, რომ არსებული ეკოლოგიური მდგომარეობა გამოვასწოროთ. სერიოზული პრობლემები გვაქვს და მნიშვნელოვანია მსგავსი პროექტების განხორციელება. მე მგონია, რომ ეს იქნება ძალიან წარმატებული პროექტი, რადგან ქალაქში გაჩნდება უფრო მეტი მწვანე სივრცე", - განაცხადა კალაძემ.

myquiz