ქართველი მოჭადრაკე ნინო ხურციძე გარდაიცვალა | Allnews.Ge

ქართველი მოჭადრაკე ნინო ხურციძე გარდაიცვალა

42 წლის ასაკში ცნობილი ქართველი მოჭადრაკე და საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა წევრი ნინო ხურციძე გარდაიცვალა, - ამის შესახებ ინფორმაციას sportall.ge ავრცელებს.

2017 წელს ცნობილი გახდა, რომ ნინო ხურციძე სიმსივნეს ებრძოდა, თუმცა სამწუხაროდ, მან დაავადების დამარცხება ვერ შეძლო.

ხურციძე მსოფლიოს ჩემპიონი 16 და 20 წლის გოგონათა შორის იყო. მას 5 საჭადრაკო ოლიმპიადაზე, 3 მსოფლიოს გუნდურ ჩემპიონატზე და 7 ევროპის ჩემპიონატზე აქვს მონაწილეობა მიღებული.

ნინო ხურციძე მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადის სამივე სინჯის მედლის მფლობელია და საქართველოს 6-გზის ჩემპიონი, მათ შორის მამაკაცთა შორის და ასევე საქართველოს თასის მფლობელი.

იხილეთ სტატია სრულად

myquiz