ვემხრობი, რომ აცრები სავალდებულო იყოს - აკაკი ზოიძე | Allnews.Ge

ვემხრობი, რომ აცრები სავალდებულო იყოს - აკაკი ზოიძე

მე ვემხრობი, რომ აცრები სავალდებულო იყოს, - ამის შესახებ პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, აკაკი ზოიძემ განაცხადა.

დეპუტატის თქმით, ის მომხრეა ასევე, რომ ეს ყველაფერი საკანონმდებლო დონეზე დარეგულირდეს.

"ევროპის ზოგიერთ ქვეყანაში აუცრელი ბავშვების დაშვებაზე აკრძალვაც კი არის სკოლებსა და ბაღებში. მე ასეთი რეგულაციის მომხრეც ვარ, რადგან ვაქცინაცია არის შეუცვლელი მეთოდი, რათა დავიცვათ ჩვენი შვილების ჯანმრთელობა", - აღნიშნა აკაკი ზოიძემ.

დეპუტატის თქმით, იმუნიზაცია მე-20 და 21-ე საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მიღწევაა, რომელიც ქვეყანაში ასიათასობით ბავშვს იცავს დაავადებისა და სიკვდილისგან.

"ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ზოგიერთი მშობლის დამოკიდებულება იმის თაობაზე, რომ არ აცრან ბავშვები, შეიცვალოს. ამას წერტილი უნდა დაესვას, რადგან ისინი ამით ზიანს აყენებენ არა მხოლოდ საკუთარი ბავშვების ჯანმრთელობას, არამედ გარშემო მყოფების, ყველა ჩვენგანის ჯანმრთელობას. ძალიან მნიშვნელოვანია ყველა მშობელს ვუთხრათ - აცერით და დაიცავით თქვენი შვილები", - განაცხადა ზოიძემ.

მისივე თქმით, იგეგმება უკვე არსებულ ვაქცინებზე დამატება და სხვა ვაქცინების შემოტანაც, მათ შორის, მისი თქმით, კალენდარში ჩაჯდება პაპილომა ვირუსის აცრაც.

დეპუტატმა განცხადება ევროპის იმუნიზაციის კვირეულის გახსნისადმი მიძღვნილ კონფერენციაზე გააკეთა.

myquiz