საქართველოს რამდენი მოქალაქე დააკავეს 2018 წელს ე.წ. საზღვრის უკანონოდ კვეთის ბრალდებით | Allnews.Ge

საქართველოს რამდენი მოქალაქე დააკავეს 2018 წელს ე.წ. საზღვრის უკანონოდ კვეთის ბრალდებით

2018 წლის 1-ელი იანვრიდან 11 აპრილამდე პერიოდში, ე.წ. საზღვრის უკანონოდ კვეთის ბრალდებით ოკუპირებულ აფხაზეთში - 16, ხოლო ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში საქართველოს 19 მოქალაქე დააკავეს.

"ინტერპრესნიუსის" მიერ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან გამოთხოვილი ინფორმაციის თანახმად, გასულ 2017 წელს ოკუპირებული აფხაზეთის მიმართულებით სულ ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთისთვის დაკავების 52 ფაქტი დაფიქსირდა, ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის მიმართულებით კი - 126.

ამასთან, სუს-ის ინფორმაციით, ოკუპირებული აფხაზეთის რეგიონის მიმართულებით საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ იდენტიფიცირებული, ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით დაკავებულ პირთა რაოდენობაში ცდომილება ჯამური ციფრის დაახლოებით 10-15% შეადგენს, ხოლო ოკუპირებულ ცხინვალის მიმართულებით დაკავებულთა რაოდენობაში - 5-10%-ს.

myquiz