რომელია ყველაზე მაღალი რისკის საქმიანობები საქართველოში | Allnews.Ge

რომელია ყველაზე მაღალი რისკის საქმიანობები საქართველოში

2016-2017 წწ გამოკვლეულ იქნა 28 უბედური შემთხვევა.

ამის შესახებ, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის 2015-2017 წლების ანგარიშშია ნათქვამი.

მათივე ცნობით, მოკვლეული უბედური შემთვევები ვერ იძლევა სრულ სურათს, ვინაიდან ამ ეტაპზე კომპანიებს არ აქვთ ვალდებულება, შეატყობინონ შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტს მომხდარი უბედური შემთხვევის შესახებ.

ანგარიშში ასევე მოცემულია თუ რომელ სექტორებში რა რაოდენობის უბედური შემთხვევები და საწარმოო ინცინდენტები დაფიქსირდა საანგარიშო პერიოდში.

სამუშაო ადგილზე დაღუპულთა და დაშავებულთა ყველაზე დიდი რაოდენობა ნაწილდება მშენებლობის (F) სექტორზე. კერძოდ, ანგარიშის თანახმად, მშენებლობაზე დაღუპულია 13 და დაშავებულია 12 ადამიანი. 5 დაღუპული მოდის სამთომოპოვებითი მრეწველობისა და კარიერის დამუშავების (B) სექციაზე; 2 დაღუპული და 5 დაშავებული ნაწილდება დამამუშავებელი მრეწველობის (C) სექციაზე; 2 ადამიანია დაღუპული ელექტროენერგიის, აირის, ორთქლისა და კონდიცირებული ჰაერის მიწოდების (D) სექციაში.

ამასთან, 2016-2017 წლებში 1 პირი დაიღუპა და 4 დაშავდა საბითუმო და საცალო ვაჭრობის (ბენზინგასამართი და აირგასამართი სადგურები) (G) სექციაში; 1 დაღუპული და 2 დაშავებულია გართობისა და დასვენების (R) სექციაში; ხოლო 1 პირი დაიღუპა ტრანსპორტისა და დასაწყობების (H) სექციაში. რომელ სექტორზე მოდის დაშავებულების ყველაზე მაღალი პროცენტული მაჩვენებელი

myquiz