კახეთში მესაზღვრის გარდაცვალების ფაქტზე გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით დაიწყო | Allnews.Ge

კახეთში მესაზღვრის გარდაცვალების ფაქტზე გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით დაიწყო

ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ შილდადან რამდენიმე კილომეტრში მდებრე სასაზღვრო პუნქტში მესაზღვრე ცეცხლსასროლი იარაღიდან მიყენებული ჭრილობით გარდაიცვალა.

როგორც "ინტერპრესნიუსისთვის" გახდა ცნობილი, მესაზღვრე სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს, ცეცხლსასროლი იარაღიდან მიყენებული ჭრილობით გარდაიცვალა. სხვა დეტალები უცნობია.

საქმეს პროკურატურა იძიებს.

მთავარი პროკურატურის ინფორმაციით, მესაზღვრის დაღუპვის ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება "სისხლის სამართლის კოდექსის" 115-ს მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

როგორც "ინტერპრესნიუსს" პროკურატურაში განუცხადა, შემთხვევა ლაგოდეხში, საზღვრის ე.წ. მეორე სექტორზე მოხდა.

myquiz