რას ითხოვენ თბილისში ჩამოსული "აგარის შაქრის" თანამშრომლები | Allnews.Ge

რას ითხოვენ თბილისში ჩამოსული "აგარის შაქრის" თანამშრომლები

"აგარის შაქრის" ქარხნის თანამშრომლები მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან აქციას მართავენ. "აგარის შაქრის" ქარხნის თანამშრომლების ნაწილი თბილისში ფეხით ჩამოვიდა.

მთავრობის ადმინისტრაციასთან აქცია შეძახილის- "აამუშავე აგარა", ფონზე მიმდინარეობს.

აქციის მონაწილეების განცხადებით, ქარხანაში სამუშაო პროცესი გასული წლის ნოემბრიდან შეჩერებულია. აქციის მონაწილეები "აგარის შაქრის" ქარხნის ამუშავებას და საკითხში მთავრობის ჩართულობას ითხოვენ.

"აგარის შაქრის"ქარხნის თანამშრომლების აცხადებენ, რომ მთავრობის ადმინისტრაციასთან აქციას იქამდე არ შეწყვეტენ, ვიდრე პასუხს არ მიიღებენ.

როგორც მთავრობის ადმინისტრაციასთან მიმდინარე აქციის მონაწილემ, "აგარის შაქრის"ქარხნის თანამშრომელმა ნიკოლოზ მუჩაიძემ განაცხადა, აქციის მონაწილეებმა 110 კილომეტრი იმიტომ გამოიარეს, რომ მთავრობისთვის ხმა მიეწვდინათ.

"110 კილომეტრი გამოვიარეთ იმის გამო, რომ ჩვენი ხმა მიგვეწვდინა მთავრობისთვის, რათა "აგარის შაქრის" ქარხანამ გააგრძელოს ფუნქციონირება, რათა ხალხი არ იყოს გაღატაკებულ მდგომარეობაში. ქარხანა გაჩერდა, ხალხი გარბის, აგარა იცლება. მეშვიდე თვეა გაჩერებულია. 60-დღიანი აქციები გვქონდა, რომელსაც გამოხმაურება არ მოყვა. ჩამოვედით, რათა ახლოდან მიგვეწვდინა ხმა. პასუხს ველოდებით. არ ვაპირებთ დაშლას, ვიდრე პასუხი არ გვეცოდინება თუ რა უნდა ქნას ამ ხალხმა, როგორც უნდა იარსებოს", - განაცხადა ნიკოლოზ მუჩაიძემ.

myquiz