ინფორმაცია მწეველებისთვის: ხვალიდან კაფე-ბარებსა და რესტორნებში მოწევას ვეღარ შეძლებთ | Allnews.Ge

ინფორმაცია მწეველებისთვის: ხვალიდან კაფე-ბარებსა და რესტორნებში მოწევას ვეღარ შეძლებთ

პირველი მაისიდან ახალი რეგულაციები შედის ძალაში, რომელიც თამბაქოს მოწევას მთელ რიგ დახურულ დაწესებულებებში მათ შორის კაფე- ბარებსა და რესტორნებში კრძალავს. ვნახოთ დეტალურად, სად აღარ შეგვეძლება თამბაქოს მოწევა საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული ცვლილებების შედეგად.

თამბაქოს მოწევა აიკრძალება:

ნებისმიერი დანიშნულების შენობა- ნაგებობში ასევე საზოგადოებრივ ტრანსპორტში გარდა ტაქსისა ადა კატერისა.

საგანმანათლებლო, სააღმზრდელო და საგანმანათლებლო-სააღმზრდელო დაწესებულებების, სხვა სასწავლო დაწესებულებების, ბიბლიოთეკების, მოსწავლე ახალგაზრდობის ბანაკების, ბავშვთა გასართობი ცენტრების და 18 წლამდე ასაკის პირებისთვის განკუთვნილი სხვა დაწესებულებების შენობა-ნაგებობებში და მათ საკუთრებაში არსებულ ტერიტორიებზე, აგრეთვე 18 წლამდე ასაკის პირებისთვის განკუთვნილ საზოგადოებრივ შეკრებებზე.

მოწევა იკრძალება ასევე სამედიცინო და ფარმაცევტული დაწესებულებების შენობა-ნაგებობებში და მათ საკუთრებაში არსებულ ტერიტორიებზე; ბენზინგასამართი, გაზგასამართი და გაზგამანაწილებელი სადგურების, აგრეთვე იმ დაწესებულებათა შენობა-ნაგებობებში და მათ საკუთრებაში არსებულ ტერიტორიებზე, სადაც ცეცხლსაშიში ნივთიერებები ინახება. მოწევა არ შეგვეძლება სტადიონზე, რომელსაც ჰყავს ადმინისტრაცია.

სიგარეტის მოწევა დასაშვებია:

ფიზიკური პირის საცხოვრებელ ადგილას თუ ფიზიკური პირი ფაქტობრივად ცხოვრობს ამ საცხოვრებელ ადგილას და ეს საცხოვრებელი ადგილი იმავდროულად სამეწარმეო საქმიანობის განსახორციელებელი ფაქტობრივი ადგილსამყოფელი არ არის.

თამბაქოს კვამლის შემსწავლელ სპეციალიზებულ ლაბორატორიულ დანადგარში; პენიტენციურ დაწესებულებაში, სადაც მოწევის პირობებს განსაზღვრავს შესაბამისი მინისტრი; წინასწარი დაკავების იზოლატორში.

მოწევა ასევე ნებარათული იქნება კანონის შესაბამისად გაცემული ნებართვის საფუძველზე მოწყობილ სიგარაბარში; სამორინეში; აეროპორტის სატრანზიტო ზონაში სპეციალურად გამოყოფილ მოსაწევ ოთახში.

სტაციონარული ფსიქიატრიული და პალიატიური მკურნალობისთვის განკუთვნილ დაწესებულებებში თამბაქოს მოწევა ნებადართულია შესაბამისი დაწესებულების ხელმძღვანელის სპეციალური ბრძანებით დადგენილი წესით.

თამბაქოს კონტროლის შესახებ კანონი, საქართველოს პარლამენტმა 2017 წლის 17 მაისს მიიღო.

myquiz