საფრანგეთში მსახიობი კაბუ დააკავეს | Allnews.Ge

საფრანგეთში მსახიობი კაბუ დააკავეს

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით საფრანგეთში მსახიობი კახა აბუაშვილი, იგივე "კაბუ" დააკავეს. როგორც დღეს შსს-ში დღეს გამართულ ბრიფინგზე გახდა ცნობილი, საფრანგეთში დააკავებულია 1974 წელს დაბადებული კახა აბუაშვილი, იგივე "კაბუ".

გარდა ამისა, შსს-ს ინფორმაციით, ევროპოლთან დაწყებული ეფექტიანი თანამშრომლობის შედეგად, საფრანგეთსა და საბერძნეთში 4 ქართველი ე.წ. კანონიერი ქურდი და ქართული კრიმინალური დაჯგუფების 34 წევრია დაკავებული.