თევდორე მღვდლის ქუჩაზე 600 კვმ-ზე განთავსებული სასაწყობე ფართი დაიწვა | Allnews.Ge

თევდორე მღვდლის ქუჩაზე 600 კვმ-ზე განთავსებული სასაწყობე ფართი დაიწვა

თბილისში, თევდორე მღვდლის ქუჩაზე წუხელ 600 კვმ-ზე განთავსებული სასაწყობე ფართი დაიწვა. როგორც საგანგებო სიტუაციების სამსახურში განაცხადეს, სასაწყობე ფართში მარილი ინახებოდა.

ადგილზე მობილიზებული იყო 50 მეხანძრე-მაშველი, 11 სახანძრო ავტოცისტერნა, 3 სამაშველო ჯგუფი. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.

myquiz