ბიძინა ივანიშვილი ლეილა აბაშიძის პანაშვიდზე მივიდა | Allnews.Ge

ბიძინა ივანიშვილი ლეილა აბაშიძის პანაშვიდზე მივიდა

ქაშვეთის ეკლესიაში მსახიობ ლეილა აბაშიძის პანაშვიდი მიმდინარეობს. მსახიობის ოჯახის წევრებსა და მეგობრებს ცოტა ხნის წინ მიუსამძიმრა ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა. გარდა ამისა, მსახიობის მეგობრებსა და ოჯახს უსამძიმრებენ მისი კოლეგები და საზოგადო მოღვაწეები.

ლეილა აბაშიძეს ქაშვეთის ტაძრიდან 14:00 საათზე გამოასვენებენ.

მსახიობს საბურთალოს პანთეონში, მისივე ანდერძის თანახმად, დედის გვერდით დაკრძალავენ.