თბილისში Fuckup Nights-ის მოძრაობა იწყება | Allnews.Ge

თბილისში Fuckup Nights-ის მოძრაობა იწყება

ზოგჯერ საუკეთესო ისტორიები არასწორი გადაწყვეტილებებით იწყება, ამ ისტორიების მოსასმენად კი დაინტერესებულთათვის საქართველოში პირველად გლობალური მოძრაობა Fuckup Nights ღონისძიებების სერიებს იწყებს.

პირველ ღონისძიებაზე, რომელიც 13 აპრილს, 19:00 საათზე, "ფაბრიკაში" გაიმართება, მსმენელები ცნობილი და წარმატებული ქართველი პროფესიონალებისგან მოისმენენ მათ ბიზნეს ისტორიებს, რომლებსაც მოჰყვა მარცხი და იმედგაცრუება, პარტნიორული ურთიერთობა, რომელიც კრახით დასრულდა ან პროდუქტი, რომელიც წარუმატებელი აღმოჩნდა.

საკუთარ ისტორიებს პირველ ღონისძიებაზე კომპანია Leavingtone-ის აღმასრულებელი ხელმძღვანელი და თანადამფუძნებელი ვახო ვახტანგიშვილი, Taxify Georgia-ს აღმასრულებელი დირექტორი და თანადამფუძნებელი ბესო პაპიაშვილი, ონლაინ პლატფორმა AT.ge-ს დამფუძნებელი ნინო დარასელი და ჟურნალ Playboy Georgia-ს ყოფილი მთავარი რედაქტორი, ჟურნალისტი ნიკო ნერგაძე ისაუბრებენ.

მსმენელები სხვადასხვა სპიკერის ისტორიებს თვეში ერთხელ, როგორც ქართულ ისე ინგლისურ ენაზე მოისმენენ.

მოძრაობა Fuckup Nights 2012 წელს მექსიკაში დაიწყო და დღეს უკვე მთელი მსოფლიოს მასშტაბით, კერძოდ, 80 ქვეყანასა და 250 ქალაქში მიმდინარეობს. პროექტი გათვლილია მეწარმეებისთვის, ბიზნესმენებისთვის, აღმასრულებელი დირექტორებისთვის, მენეჯერებისთვის, შემოქმედებითი პროფესიონალებისთვის, სტუდენტებისთვის, და ყველასთვის, ვისაც სხვის შეცდომებზე სწავლასა და კარგ გარემოში, საინტერესო ადამიანებთან დროის გატარების სურვილი აქვს.

Fuckup Nights-ის სპიკერები არიან ადამიანები, რომლებმაც განიცადეს მარცხი და არ დანებდნენ, ისწავლეს, გააგრძელეს მოძრაობა, რის შედეგადაც განვითარდნენ და ახლა მზად არიან, საკუთარი გამოცდილება სხვას გაუზიარონ და საკუთარ შეცდომებზე ასწავლონ.

ღონისძიების ფარგლებში საუკეთესო სპიკერებს წიგნებით დაასაჩუქრებს "ლურჯი ოკეანე", რომელიც მსოფლიოში აღიარებულ ბიზნესლიტერატურას ქართულ ენაზე გამოსცემს, რამდენიმე ასეთი წიგნი კი აუდიტორიაშიც გათამაშდება.

პირველი ღონისძიება ორგანიზებულია Tbilisi Startup Bureau-ს, Impact Hub Tbilisi-სა და Fabrika-ს მიერ, ხოლო ივენთის პარტნიორია "ქარვა".

ბილეთის ფასი სიმბოლურია და 10 ლარს შეადგენს, რომლის შეძენაც შემდეგ ვებგვერდებზეა შესაძლებელი:

Eventer.ge: https://eventer.ge /event/Fuckup-Nights-Tbilisi- 856-geo

Biletebi.ge: https://biletebi. ge/fabrika/fuckup-nights-tbili si-vol1-fuckup-nights-tbilisi- vol1

Tkt.ge: https://tkt.ge/ka/even t/fuckup-nights-133043

myquiz