დღეს და ხვალ საქართველოს ცალკეულ რაიონში ჰაერის ტემპერატურა 28º-მდე მოიმატებს | Allnews.Ge

დღეს და ხვალ საქართველოს ცალკეულ რაიონში ჰაერის ტემპერატურა 28º-მდე მოიმატებს

დღეს და ხვალ საქართველოს ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე შედარებით თბილი და უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი, - აღნიშნულ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

მათივე ცნობით, ზოგან აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი იქროლებს.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოს დაბლობში +23, +28, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +19, +24 გრადუსის ფარგლებში იქნება.

რაც შეეხება დედაქალაქს, თბილისშიც უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ტემპერატურა +20, +22 გრადუსის ფარგლებში დაფიქსირდება.

myquiz