თბილისში აფრიკელ სტუდენტებს ფიზიკურად გაუსწორდნენ - ერთ-ერთი სტუდენტი შემთხვევის ამსახველ ვიდეოს ავრცელებს | Allnews.Ge

თბილისში აფრიკელ სტუდენტებს ფიზიკურად გაუსწორდნენ - ერთ-ერთი სტუდენტი შემთხვევის ამსახველ ვიდეოს ავრცელებს

თბილისში, ბელიაშვილის ქუჩაზე ნიგერიულ სტუდენტებს ქართველმა მამაკაცებმა ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს. ვიდეო სოციალურ ქსელში, აფრიკელმა სტუდენტმა ბენ ზეგემ თავად გაავრცელა. როგორც ის წერს, ფეხბურთს თამაშობდნენ, როდესაც მათთან ქართველები მივიდნენ და სტადიონის დატოვება სთხოვეს. ნიგერიული სტუდენტი მომხდარს რასიზმს უკავშირებს და ამბობს, რომ ეს "მათ კანის შავი ფერის გამო მოხდა". მისივე ინფორმაციით, კადრები, სადაც მომხდარი ფაქტია ასახული პოლიციას აჩვენეს, თუმცა სამართალდამცველებმა მათ "ფაქტის დავიწყება ურჩიეს". მისივე ინფორმაციით, მას შემდეგ რაც სოციალურ ქსელში ვიდეო გამოაქვეყნა, ქართველი ახალგაზრდებისგან მუქარის შემცველი მესიჯებიც მიიღო.

სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოზე, რომელსაც საზოგადოების აღშფოთება მოჰყვა შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება უკვე დაიწყო. როგორც Ambebi.ge-ს უწყების პრესსამსამსახურში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ცემას გულისხმობს.