სატვირთო მანქანა შენობის თავზე - ვიდეოფაქტი | Allnews.Ge

სატვირთო მანქანა შენობის თავზე - ვიდეოფაქტი

სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, რომელშიც ჩანს, თუ როგორ აყავთ სატვირთო ავტომობილი მშენებარე კორპუსის სახურავზე. როგორც თვითმხილველი აცხადებს, ფაქტი კრწანისში მოხდა და სატვირთო ავტომობილი ერთი მშენებარე შენობის სახურავიდან მეორე შენობის სახურავზე გადაიტანეს.

აღნიშნული ფაქტი განსაკუთრებულ გაოცებას იმის ფონზე იწვევს, რომ სამშენებლო უსაფრთხოების კუთხით მიმდინარე წელს, რამდენიმე მნიშვნელოვანი საკანონმდებლო ცვლილება განხორციელდა. მათ შორის სამშენებლო უსაფრთხოებაზე გაზრდილი ჯარიმები დედაქალაქში უკვე წინა თვეში ამოქმედდა.

იხილეთ გაგრძელება ახალი რეგულაციების შესახებ

myquiz