როგორი ამინდია მოსალოდნელი ხვალ? - იხილეთ სამი დღის პროგნოზი | Allnews.Ge

როგორი ამინდია მოსალოდნელი ხვალ? - იხილეთ სამი დღის პროგნოზი

უახლოესი დღეების განმავლობაში საქართველოს ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე შედარებით თბილი და უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი, - გარემოს ეროვნული სააგენტო 9 აპრილის ჩათვლით, საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, 7 და 9 აპრილს ზემო იმერეთში, კოლხეთის დაბლობსა და გორი- სურამის მონაკვეთზე აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი იქროლებს.

ამასთან, გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოს დაბლობში ჰაერის ტემპერატურა 7-9 აპრილს დღისით +23, +28 გრადუსი იქნება.

7 აპრილს აღმოსავლეთ საქართველოს ბარში ჰაერის ტემპერატურა +14, +19 გრადუსის ფარგლებშია მოსალოდნელი, ხოლო 8 აპრილიდან +18, +23 გრადუსამდე მოიმატებს.

რაც შეეხება დედაქალაქს, თბილისში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. 7 აპრილს ჰაერის ტემპერატურა დღისით +16, +18, ხოლო 8 -9 აპრილს +18, +20 გრადუსის ფარგლებში იქნება.

myquiz