ქობულეთში ავტომობილს ცეცხლი გაუჩნდა | Allnews.Ge

ქობულეთში ავტომობილს ცეცხლი გაუჩნდა

ქობულეთში, სოფელ კვირიკესთან დამაკავშირებელ გზაზე მსუბუქ ავტომობილს ცეცხლი გაუჩნდა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. თვითმხილველების ინფომაციით, ავტომობილს ცეცხლი მოძრაობის დროს გაუჩნდა.

როგორც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება "სისხლის სამართლის კოდექსის" 187-ე მუხლით დაიწყო, რაც ნივთის დაზიანებას ან განადგურებას ცეცხლის წაკიდებით გულისხმობს.

myquiz