როგორი ამინდია მოსალოდნელი აღდგომას - იხილეთ სინოპტიკოსის პროგნოზი | Allnews.Ge

როგორი ამინდია მოსალოდნელი აღდგომას - იხილეთ სინოპტიკოსის პროგნოზი

დღეს საქართელოს ცალკეულ რაიონებში მცირე წვიმა და მაღალ მთაში თოვლია ნავარაუდევი. აღმოსავლეთ საქართველოში ზოგან იქროლებს დასავლეთის ძლიერი ქარი. ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოში დაბლობსა და ბარში არის 12-17 გრადუსი სითბო, მთიან რაიონებში 7-12, მაღალ მთაშჭი 0 – 5 გრადუსი - აღნიშნული ინფორმაცია Allnews.ge-ს გარემოს ეროვნული სააგენტოდან მიაწოდეს.

გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს უფროსის დოდო გვაზავას თქმით, ხვალიდან საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი, მათ შორის დასავლეთ საქართველოშიც. 6,7,9 და 10 აპრილს ზემო იმერეთსა და კოლხეთის დაბლობზე იქროლებს აღმოსავლეთის ძლიერი ქარი. სინოპტიკოსის განმარტებით, ჰაერის ტემპერატურა ხვალიდან მოიმატებს, თუმცა საგრძნობი მომატება მოსალოდნელია სააღდგომოდ 7,8,9 აპრილს- ამ დღეებში შესაძლებელია, 23-28 გრადუსი სითბო აღინიშნოს. მთიან რაიონებში 19-24, მაღალმთიან რაიონებში 10-15 გრადუსი სითბო დაფიქსირდება.

"აღმოსავლეთ საქართველოს რაც შეეხება და განსაკუთრებით აღმოსავლეთ საქართველოს აღმოსავლეთ რაიონებში 5,6 და 7 აპრილს შესაძლებელია, მცირე ნალექი და ნისლი აღინიშნოს, ეხება უფრო კახეთსა და მათ შორის თბილისს. ტემპერატურა მოიმატებს დაახლოებით 13-დან 18 გრადუსამდე."- განმარტა დოდო გვაზავამ.

სინოპტიკოსის თქმი, 8 აპრილს მთლიანად აღმოსავლეთ საქართველოში უნალექო ამინდია მოსალოდნელი და ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა 19-24 გრადუსიც დაფიქსირდება. დედაქალაქშიც უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი, მათ შორის 7,8, 9 აპრილს. ჰაერის ტემპერატურის მატება უფრო მეტად 8 და 9 აპრილსაა ნავარაუდევი 19-დან 24 გრადუსამდე.

myquiz