2006 წლის 1 აპრილამდე აღებულ მართვის მოწმობებს ძალა აღარ აქვს
2006 წლის 1 აპრილამდე აღებულ მართვის მოწმობებს დღეიდან ძალა აღარ აქვს. მოწმობის გამოსაცვლელად მძღოლებს 1 აპრილამდე ჰქონდათ ვადა.
მართვის მოწმობის განახლებისთვის გამოცდის ხელახლა ჩაბარება არ არის საჭირო, ამისთვის მხოლოდ 15 ლარის გადახდა და ჯანმრთელობის დამადასტურებელი დოკუმენტი უნდა წარადგინოთ.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით, მისი მოქმედების ვადის გასვლამდე მართვის მოწმობის შეცვლა სავალდებულო არ არის, ხოლო ახალი მოწმობის აღების ან/და შეცვლის შემთხვევაში დღეს არსებული ღირებულება უცვლელი დარჩება.
შეგახსენებთ, რომ A, B, BE, T, S, A1 და B1 კატეგორიების (ქვეკატეგორიების) მართვის მოწმობა 2006 წლის 1 აპრილიდან 2014 წლის 1 მარტამდე აიღეთ, მას მოქმედების იურიდიული ძალა 2028 წლის 1 სექტემბრამდე შეუნარჩუნდება, შემდეგ კი განახლება მოგიწევთ.
ხოლო 2006 წლის 1 აპრილიდან 2014 წლის 1 მარტამდე გაცემულ C, CE, D, DE, C1, C1E, D1 და D1E კატეგორიების (ქვეკატეგორიების) მართვის მოწმობებს ძალა 2018 წლის 1 სექტემბრამდე შეუნარჩუნდებათ.
2014 წლიდან დაბეჭდილ მართვის მოწმობებში კი მოქმედების კონკრეტული ვადა იწერება, რომლის ამოწურვის შემდეგ დოკუმენტი უნდა განაახლოთ.