13 წლის მოზარდს, რომელსაც ლიფტში თავს დაესხნენ თვალზე მკურნალობა უტარდება | Allnews.Ge

13 წლის მოზარდს, რომელსაც ლიფტში თავს დაესხნენ თვალზე მკურნალობა უტარდება

13 წლის მოზარდს, რომელსაც ლიფტში თავს დაესხნენ, თვალზე შესაბამისი მკურნალობა უტარდება. როგორც იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალურ საავადმყოფოში განაცხადეს, მოზარდს თვალზე მკურნალობა უტარდება და სავარაუდოდ, მხედველობის პრობლემა არ იქნება.

13 წლის ბიჭი ნევროლოგიურ განყოფილებაშია მოთავსებული და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

შეგახსენებთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა 28 მარტს, თბილისში, ვაჟა-ფშაველას მე-7 კვარტალში, აზერბაიჯანის რესპუბლიკის მოქალაქე 1996 წელს დაბადებული რ.ა. არასრულწლოვნის მიმართ ჩადენილი ძალადობის ფაქტზე დააკავეს. მას პატიმრობა შეეფარდა.

myquiz