რისი ყიდვაა შესაძლებელი საქართველოში 1 ლარად? | Allnews.Ge

რისი ყიდვაა შესაძლებელი საქართველოში 1 ლარად?

წარმოიდგინეთ, რომ საფულეში მხოლოდ ერთი ლარი გიდევთ, რის შეძენას შეძლებთ დღეს საქართველოში, თუნდაც მხოლოდ დედაქალაქში ამ ერთ ლარად.

იმ პროდუქტებისა და მომსახურების ჩამონათვალი, რომელსაც თქვენს ხელთ არსებული ფულით გასწვდებით, შესაძლოა, მრავალფეროვანი არ იყოს, მაგრამ მაინც მოახერხებთ, რომ რამდენიმე საათის განმავლობაში ელექტროენერგია არ გაგეთიშოთ, ასევე შეძლებთ 7 კილომეტრი მანძილის მანქანით დაფარვას, არჩევანის საზოგადოებრივ ტრანსპორტზე შეჩერების შემთხვევაში კი მეტროსა და ავტობუსის 2 ბილეთის ყიდვას, ერთი პურის ან ორი კოვზი ყავის შეძენას.

ამასთან, თუ კომუნიკაცია თქვენთვის პრიორიტეტულია, მაშინ გეტყვით, რომ 1 ლარი 100 SMS-ს უდრის.

myquiz