თბილისის უბნები, რომელთაც ხვალ წყალი შეუწყდება | Allnews.Ge

თბილისის უბნები, რომელთაც ხვალ წყალი შეუწყდება

კომპანია "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" კრწანისის რაიონში, დიდი ხეივნის ქუჩაზე ქსელზე გადაერთების მიზნით, ტექნიკურ სამუშაოებს განახორციელებს.

აღნიშნული სამუშაოების ჩასატარებლად, რამდენიმე საათის განმავლობაში, მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლაა აუცილებელი, რის გამოც ხვალ, 28 მარტს 11:00 სთ-დან 18:00 საათამდე, წყალმომარაგება შეეზღუდება დიდი ხეივნის, ახალი ხეივნის I,II,III, ხეივნის ქუჩებს.

ამას გარდა, 28 მარტს 12:15 სთ-დან 18:15 საათამდე, წყალმომარაგება შეეზღუდება ნაძალადევის რაიონში: ზედამზის ქუჩას და ჩიხებს.

12:30 სთ-დან 18:30 საათამდე კი წყალმომარაგება შეეზღუდება ნაძალადევის რაიონში უიარაღოს ქუჩას, შესახვევებს და ჩიხებს, კელაპტრიშვილის, მ.მესხის ქუჩებს და შესახვევბს, II ძმობას ქ. და ჩიხებს, მუშათა, ინანიშვილის, სტურუას, ღუდუშაურის, წაღვერის, კისისხევის, წრომის, ქებურიას, კაჭრეთის, მაღაროს, ცქიტიშვილის, საჭილაოს, სუმბათაშვილის, მიტინგის, ქართველიშვილის, გულრიფშის, კობალაძის, ენისელის ქუჩებს, ჟღენტის ქ. N 2-დან N 38-ის ჩათვლით, კონდოლის ქ. N 2-დან N 28-ის ჩათვლით.

ამას გარდა, 28 მარტს 12:45 სთ-დან 19:00 საათამდე, წყალმომარაგება შეეზღუდება სამგორის რაიონში დიდი ლილოს დასახლებას.

13:00 სთ-დან 20:00 საათამდე, წყალმომარაგება შეეზღუდება ისნის რაიონში გუჯარეთის, I გუჯარეთის, მელაანის, მელააანის I,II,III,IV,V,VI, ბუშის ქუჩებს.

myquiz