მიზეზები, რასაც თავშესაფრის მიღების მიზნით საქართველოდან ევროპაში ჩასულები ასახელებენ | Allnews.Ge

მიზეზები, რასაც თავშესაფრის მიღების მიზნით საქართველოდან ევროპაში ჩასულები ასახელებენ

ევროპაში თავშესაფრის მიღების მსურველი ქართველები ერთ-ერთ მოტივად ოჯახის გამთლიანებას და მეორე მოტივად ჯანმრთელობას ასახელებენ, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნინო ჯავახაძემ განაცხადა.

საგარეო ურთიერთობათა და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტების გაერთიანებული სხდომაზე, რომელზეც შს მინისტრის მოადგილე ნინო ჯავახაძეს და საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ვახტანგ მახარობლიშვილს უსმენენ, "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატი, სალომე სამადაშვილი დაინტერესდა, თუ რა მოტივს ასახელებენ ქართველები ევროპაში თავშესაფრის მისაღებად.

როგორ ცხოვრობენ თავშესაფრის მაძიებელი ქართველები ევროპაში?

"მინდა გითხრათ, რომ ევროპელი პარტნიორები მოტივს მაინც და მაინც არ გვიზიარებენ, თუმცა იმ მწირი დადებითი პასუხებიდან, რაც გაიცა, ვიცით, რომ ერთ-ერთი მოტივი არის ოჯახის გამთლიანება. ასევე ევროპელმა პარტნიორებმა გვითხრეს, რომ მოტივად მითითებული იყო, რომ საქართველოში პირადი საფრთხე ემუქრებათ, რაც ჯანმრთელობის პრობლემებთან არის დაკავშირებული, ანუ მოქალაქე აღნიშნავდა, რომ თუ ის დაბრუნდება ქვეყანაში, ვერ მიიღებს შესაბამის მკურნალობას. ჩვენ ევროპელ პარტნიორებს მივაწოდეთ შესაბამისი ინფორმაცია საქართველოში არსებულ ჯანდაცვის სისტემასა და იმ პროგრამებზე, რომელსაც სახელმწიფო სთავაზობს მოქალაქეებს", - განაცხადა ნინო ჯავახაძემ.

გერმანია რამდენიმე წლით შენგენის ზონაში შესვლას აუკრძალავს იმ პირებს, რომლებსაც უარი ეთქვათ თავშესაფარზე

myquiz