როგორ უნდა მოიქცნენ ავტომობილის მფლობელები, რომლების პარკირების ბარათსაც ვადა გაუვიდა | Allnews.Ge

როგორ უნდა მოიქცნენ ავტომობილის მფლობელები, რომლების პარკირების ბარათსაც ვადა გაუვიდა

ყველა იმ ავტომფლობელმა, რომლის პარკირების ბარათსაც ვადა გაუვიდა, ან 10 აპრილამდე გასდის, ისევ "სითი პარკის" ბარათი უნდა შეიძინოს, - ამის შესახებ თბილისის მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურში განაცხადეს.

მათივე ინფორმაციით, ავტომფლობელებმა, რომლებსაც ჯარიმები უკვე დარიცხული აქვთ, საჯარიმო თანხა ათი დღის ვადაში უნდა გაასაჩივრონ ან ერთი თვის ვადაში გადაიხადონ.

"ყველა იმ ავტომფლობელმა, რომლის პარკირების ბარათსაც ვადა გაუვიდა, ან 10 აპრილამდე გასდის, ისევ "სითი პარკის" ბარათი უნდა შეიძინოს. ეს ბარათები იმოქმედებს შემდგომი ვადის გასვლამდე. ხოლო მათ, ვისაც უკვე ჯარიმები აქვთ დარიცხული, 10 დღის ვადაში უნდა გაასაჩივრონ, ან ჯარიმა გადაიხადონ. თუ 10 დღის ვადაში არ გაასაჩივრებენ ჯარიმას, კანონის მიხედვით, თბილისის მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურს განხილვის უფლება არ აქვს", - განაცხადეს თბილისის მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურში.

თბილისის მერიის გადაწყვეტილებით, 2018 წლის 10 აპრილიდან "სითი პარკის" ფუნქციებს პარკირების ახალი სისტემის ჩამოყალიბებამდე, თბილისის სატრანსპორტო კომპანია განახორციელებს.

myquiz