შსს-ს ინფორმაციით, თბილისის შემოსასვლელი საავტომობილო გზა, ასევე, მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოსკენ ამსვლელი გზა გადაიტვირთება | Allnews.Ge

შსს-ს ინფორმაციით, თბილისის შემოსასვლელი საავტომობილო გზა, ასევე, მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოსკენ ამსვლელი გზა გადაიტვირთება

შსს-ს ინფორმაციით, არჩილ ტატუნაშვილის დაკრძალვის ცერემონიის გამო, თბილისის შემოსასვლელი საავტომობილო გზა, ასევე, მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოსკენ ამსვლელი გზა გადაიტვირთება, რაც მოძრაობის შეფერხებას გამოიწვევს.

აღნიშნულთან დაკავშირებით შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი განცხადებას ავრცელებს.

"გაცნობებთ, რომ 24 მარტს, 13:00 საათიდან 16:00 საათამდე, არჩილ ტატუნაშვილის დაკრძალვის ცერემონიის გამო, თბილისის შემოსასვლელი საავტომობილო გზა, კერძოდ, მიხა ხელაშვილის ქუჩა, ასევე, მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოსკენ ამსვლელი გზა, ორივე მიმართულებით გადაიტვირთება, რაც მოძრაობის შეფერხებას გამოიწვევს. აღნიშნულ ტერიტორიებზე, საავტომობილო მოძრაობის უსაფრთხოების მიზნით, საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები იქნებიან მობილიზებული", - ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

myquiz