როგორ ამინდს უნდა ველოდოთ შაბათ-კვირას? - გაეცანით სინოპტიკოსების პროგნოზს | Allnews.Ge

როგორ ამინდს უნდა ველოდოთ შაბათ-კვირას? - გაეცანით სინოპტიკოსების პროგნოზს

24 მარტს დასავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონში მოსალოდნელია წვიმა, ხოლო დღის პირველ ნახევარში ზემო იმერეთსა და კოლხეთის დაბლობზე იქროლებს აღმოსავლეთის ძლიერი ქარი. აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონშიც ხვალ წვიმაა მოსალოდნელი, ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა როგორც დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოს დაბლობსა და ბარში 17-22 გრადუსი, მთიან რაიონებში 20-25 და მაღალ მთაში 17-18-მდე იქნება, - ამის შესახებ Allnews.ge-ს გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს უფროსმა, დოდო გვაზავამ განუცხადა.

სინპოტიკოსის ინფორმაციით, 25 მარტსაც სრულიად საქართველოში ღამით უმეტეს და დღისით ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია წვიმა, მაღალ მთაში თოვლ-ჭყაპი, ჰაერის ტემპერატურა რამდენიმე გრადუსით შემცირდება.

"დასავლეთ საქართველოს დაბლობში მოსალოდნელია 16-18 გრადუსი, მთიან რაიონებში 10-15 და მაღალ მთაში 5-10 გრადუსი სითბო. რაც შეეხება აღმოსავლეთ საქართველოს, 25 მარტს ღამით და დღისით ზოგიერთ რაიონში იწვიმებს, ზოგან იქროლებს დასავლეთის ძლიერი ქარი და ჰაერის ტემპერატურა ბარში დაახლოებით 14-19 გრადუსი, ხოლო მთიან რაიონებში 10-15 გრადუსი იქნება. ჩრდილო მაღალმთიან რაიონებში, კერძოდ გუდაურსა და კობის მიდამოებში შესაძლებელია აღინიშნოს თოვლჭყაპი.

დოდო გვაზავას ინფორმაციით, 24 მარტს დედაქალაქში უმეტესად ღრუბლიანი ამინდია მოსალოდნელი, დილით შესაძლებელია იყოს ნისლიც, დღის განმავლობაში მცირე წვიმა აღინიშნება. სინოპტიკოსის თქმით, ქალაქის გარეუბნებში საღამოს საათებში გაძლიერდება დასავლეთის მიმართულების ქარი დაახლოებით 17-22 მ/წმ-მდე.

25 მარტს თბილისში შედარებით უნალექო ამინდია მოსალოდნელი, გარეუბნებში შენარჩუნდება ჩრდილო-დასავლეთის მიმართულების ქარი 17-22 მ/წმ-ში. ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა შაბათ-კვირას დაახლოებით 18-20 გრადუსის ფარგლებში იქნება.

რაც შეეხება უკვე 26-27 მარტს, როგორც სინოპტიკოსი განმარტავს, ამინდის მკვეთრი გაუარესება მოსალოდნელი არ არის, მაგრამ ცალკეულ რაიონებში დაფიქსირდება ხანმოკლე წვიმა. ჰაერის ტემპერატურა 27 მარტს 17-22 გრადუსამდე მოიმატებს.

myquiz